ოლდ ტრაფორდზე გულშემატკივრები შეიჭრნენ

ლივერპულთან მატჩის წინ, მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივრები ოლდ ტრაფორდზე შეიჭრნენ. ფანები კლუბის მეპატრონეებისა და ხელმძრვანელების წასვლას ითხოვენ. 

 

სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც ინგლისური კლუბი ევროპის სუპერ ლიგას შეუერთდა. იუნაიტედის გულშემატკივრები მოითხოვენ გლეიზერების წასვლას. მათი მოთხოვნა კატეგორიულია. მიუხედავად იმისა რომ სუპერ ლიგის პროექტის ჩაშლის შემდეგ, ედ ვუდვორდმა ოფიციალურად განაცხადა რომ სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს, წითელი ეშმაკების ქომაგები ამ გადაწყვეტილებაზე გაჩერებას არ აპირებენ.

 

დღეს, ტურის ცენტრალური მატჩის, მანჩესტერსა ლივერპულს შორის უდა გამართულიყო. არეულობის გამო მატჩის ჩატარების ზუსტი დრო უცნობია.