გახსოვთ პალასიო? ჰეთ-თრიქი და რეკორდი

როდრიგო პალასიო გახსოვთ? 2014 წლის მუნდიალის ფინალში რომ ითამაშა და მშვენიერი მომენტიც რომ ჰქონდა. მაშინ, 0:0-ზე არგენტინელ ფორვარდს შეეძლო გერმანელთა კარში გოლის გატანა.

 

ახლა კი რეკორდით გაგვახსენა თავი. ბოლონია-ფიორენტინა 3:3. მასპინძელთაგან სამივე გოლი პალასიომ შეაგდო და ყველა დროის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც სერია ა-ში ჰეთ-თრიქი გაიფორმა. პალასიო 39 წლისა და 86 დღისაა...

 

აქამდე რეკორდი ეკუთვნოდა სილვიო პიოლას. 37 წლისა და 51 დღის გახლდათ. პიოლამ შორეულ 1950 წელს შეასრულა ჰეთ-თრიქი.