შენგელიამ თურქეთში კვლავ გაიტანა (ვიდეო)

თურქეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში, ქონიასპორმა, რომლის ღირსებასაც ლევან შენგელია იცავს, კარაგუმრუქს უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა. მატჩს წერტილი სწორედ ლევანმა დაუსვა. ქართველი შემტევი თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო და 93-ე წუთზე გაიტანა. შენგელიასთვის ეს ამ სეზონში მე-5 გოლი იყო. 

 

 

ქონიასპორი თურქეთის ჩემპიონატში 45 ქულით მე-11 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას გიოზტეპეს წინააღმდეგ ჩაატარებს. 

 

რაც შეეხება კარაგუმრუკს, შეგახსენებთ, რომ ამ კლუბის ვიცეპრეზიდენტი არჩილ არველაძეა და გუნდში ვატო არველაძეც თამაშობს, რომელიც ქონიასპორთან განაცხადში არ ყოფილა. კარაგუმრუქი 51 ქულით მე-10 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრაში გენჩლერბიგინს დაუპირისპირდება.