ლეიკერსი ავად არის

კალიფორნიაში უკვე ნერვიულობენ. ლეიკერსმა დაკარგა სტაბილურობა. ლეიკერსი ბევრს აგებს. ლეიკერსმა ზედიზედ მესამედ ვერ გაქაჩა.

საკუთარ დარბაზში, ტორონტოსთან, 114:121.

 

ლებრონ ჯეიმსი - 19 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი. 5 შეცდომაც. ლებრონი მოუმატებს.

 

ენტონი დევისი - 12 ქულა, 9 მოხსნა, 7 პასი, 3 ჩაჭრა. მაგარი ცუდი პროცენტი თამაშიდან - 16/5. დევისიც მოუმატებს.

და, ლეიკერსი კარგავს პოზიციებს.

გუნდი დღეს უკვე მეშვიდე ადგილზეა (36:28). იდენტური შედეგი აქვს დალასს და პორტლენდს. ლეიკერსმა მაგრად უნდა მოინდომოს. რომ ფლეი ოფს კარგ ფორმაში შეხვდეს.

კაილ კუზმამ ტორონტოს 24 ქულა გადაარტყა. კუზმა ძალიან კარგი იყო. და, ბიჭმა გუნდის წარუმატებელ სერიაზე ისაუბრა. ვუსმენთ კარგ ბიჭს.

კაილ კუზმა: ჩემი აზრით, გუნდს აკლია სიმშვიდე. მიზეზი? ერთ-ერთი მიზეზი ალბათ, მარკ გასოლის განაცხადს მიღმა დატოვებაა. გასოლი გამოცდილია და აუცილებლად უნდა დაგვეხმაროს. ანდრეს (დრამონდის, ავტ.) დამატების შემდეგ, მარკმა დაკარგა მწვრთნელების ნდობა, დრო. გუნდი დღეს ავად არის. და, ზუსტად ვერ გეტყვით, რა არის მთავარი პრობლემა.

ლეიკერსმა უნდა მოუმატოს.

ან, ლებრონის ბენდს პრობლემები ექნება.

რეალური პრობლემები.

მეფემ უნდა გაიღვიძოს.