მესი - 50... თუმცა საუკეთესო ბრაზილიელია

ლეო მესიმ ვალენსია-ბარსელონას შეხვედრაში (2:3) ორი გოლი გაიტანა და აი, ერთი მიღწევაც: 50-ე გოლი პროფკარიერაში საჯარიმო დარტყმით...

 

ამ 50-დან 2 საჯარიმო თბილისშიც შეაგდო, როცა ბარსელონამ სუპერთასზე 5:4 მოუგო სევილიას.

 

საინტერესოა, როგორია საჯარიმოების შემსრულებელთა ტოპ-10. სტატისტიკურად სხვადასხვა ვერსიებია, თუმცა პირველ ადგილზე ყველგან ერთი კაცი წერია: ჟუნინიო პერნამბუკანო 77 გოლით! ცნობილი ლიონში თამაშით.

 

ბრაზილიელს წარმოუდგენელი სტატისტიკა აქვს სიზუსტის მხრივ: 90 პროცენტი დარტყმებისა კარის ჩარჩოში ხვდებოდა, ანუ ფაქტობრივად არ აცილებდა. სხვა საქმეა, რომ ზოგჯერ მეკარე იგერიებდა.

 

ჟუნინიოს 77 გოლიდან 4 გატანილი აქვს 40 მეტრზე შორიდან...