ანდრეი შევჩენკო: მილანის მწვრთნელობა ჩემი ოცნებაა

უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და მილანის ყოფილმა ფორვარმა ანდრეი შევჩენკომ, Rai Sport-თან ინტრვიუში განაცხადა, რომ როსონერის მწვრთნელობაზე ოცნებობს. უკრაინელმა ისიც თქვა, რომ მილანი სწორ გზას ადგას.

 

"ვფიქრობ მილანი მეტს მიაღწევს. როსონერი სწორ გზას ადგას და მიხარია, რომ პროგრესირებს. იმედია გუნდი ჩემპიონთა ლიგაში გავა. მილანის მწვრთნელობა? როსონერის ჩაბარება ჩემი ოცნებაა, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები."-განაცხადა უკრაინელმა.

 

გეცოდინებათ, რომ შევჩენკო მილანის ლეგენდაა. იგი როსონერის ღირსებას 1999-2006 წლებში იცავდა და გულშემატკივართა ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია. მილანის რიგებში მან სხვა ტიტულებთან ერთად სერია ა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. 

 

სერია ა-ს დასრულებამდე 4 ტურით ადრე, როსონერი 69 ქულით მე-4 ადგილზეა. ამდენივე ქულა აქვთ მეორე ადგილოსან ატალანტას და მესამეზე მყოფ იუვენტუსს. აღსანიშნავია, რომ მილანს ორივე მათგანთან სათამაშო აქვს.