რეალური ამბები - ლაზარეთიდან დაბრუნება და ახალი ტრავმა

მადრიდის რეალში მნიშვნელოვანი საიხლეებია. გუნდის პრესსამსახურის ცნობით, სერხიო რამოსმა და ფერლან მენდიმ ტრავმა ბოლომდე მოირჩინეს და ჩელსისთნ სათამაშოდ მზად არიან. სამაგიეროდ კიდევ ერთი ტრავმირებულია. კუნთის დაზიანების გამო, გუნდს არისტოკრატებთან რაფაელ ვარანი ვერ დაეხმარება. 

 

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/2 ფინალში რეალმა ჩელსის უმასპინძლა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. გოლები კრისტიან პულიშიჩმა და კარიმ ბენზემამ გაიტანეს. განმეორებითი მატჩი 5 მაისს გაიმართება.

 

რეალს ლა ლიგის მოგების რეალური შანსიც აქვს. ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, ბლანკოსი 74 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ ატლეტიკოს 2 ქულით ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ მესამეზე მყოფ ბარსელონასაც 74 ქულა აქვს.