კვარაცხელია საუკეთესოდ დაასახელეს (ვიდეო)

ყაზანის რუბინის საიტზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ხვიჩა კვარაცხელია გულშემატკივრებმა აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ჩვენებურს მხარი ქომაგთა 90%-მა დაუჭირა, რაც ბრწყინვალე მაჩვენებელია. 

 

ხვიჩამ აპრილში 3 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, ხომ ჩვენებურმა სოჭს ბრწყინვალე ბურთი შეუგდო.

 

 

კვარაცხელია ამჟამად ტრავმირებულია. რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, მის ანგარიშზე 23 მატჩი, 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.