შმაიხელი მანჩესტერის აგრესიულ ფანებზე: იდიოტები არიან!

ლეგენდარულმა დანიელმა მეკარემ პეტერ შმაიხელმა მანჩესტერ იუნაიტედის ფანებზე უხეშად ისაუბრა. უფრო სწორად, იმ ფანებზე, რომლებიც გლეიზერების ოჯახის (კლუბის მფლობელების) წასვლას მოითხოვენ. როგორც იცით, ლივერპულთან თამაში სწორედ ამის გამო გადაიდო, ოლდ ტრაფორდთან დიდი საპროტესტო ტალღა იყო...

 

„არა მგონია, რომ სტადიონის გარშემო ნამდვილი ფანები ყოფილიყვნენ. მათ იდიოტებად მივიჩნევ. კარგი არაფერი ახსოვთ, ზოგიერთები გლეიზერების კლუბში მისვლის დროს დაბადებულებიც არ იყვნენ. არაა საჭირო, ყველაფერი ცუდი გადმოალაგო და არარეალური მოითხოვო.

 

...ახლა მთელი საფეხბურთო სამყარო გაურკვევლობაშია და გზაგასაყარზე დგას, მანჩესტერ იუნაიტედიც ფეხბურთის ნაწილია. ახლა მშვენიერი შესაძლებლობაა, რომ ფეხბურთის განვითარების კურსი შეიცვალოს.

 

...იციან იმ ფანებმა, რა ღირს მანჩესტერ იუნაიტედი? 3, 4, 5 მილიარდი დოლარი?ვის აქვს ამდენი ფული? და თუნდაც იყიდონ, ამ მყიდველების ხელში უკეთესი გახდება კლუბი? ვფიქრობ, გლეიზერებთან მუშაობა სჯობს, რადგან ოჯახს აქვს საფეხბურთო ინტერესი.

 

...გარედან ისე ჩანს, რომ გლეიზერები კლუბიდან მოშორებულები არიან. ფანებიც სწორედ ამიტომ არიან გაბრაზებულები, თუმცა ვიცი, რომ ჯოელ გლეიზერს მანჩესტერ იუნაიტედი უყვარს“.

 

შმაიხელი მანჩესტერ იუნაიტედის ყველა დროის საუკეთესო მეკარე და ამჟამად კლუბის ელჩია.