კალებ კლარკის რთული არჩევანი

ახალი ზელანდიის სარაგბო ნაკრების უნიჭიერესი გარემარბი - კალებ კლარკი რთული არჩევანის წინაშეა - 22 წლის მორაგბემ უახლოეს პერიოდში უნდა გადაწყვიტოს: დარჩეს სუპერ რაგბის ფრენჩაიზ „ბლუზში“და კლუბს დაეხმაროს  ტრანს ტასმანიის ლიგაში ასპარეზობისას, ან დატოვოს რაგბი XV  და ახალი ზელანდიის რაგბი 7-ის ნაკრებს შეუერთდეს, რომელიც პეკინის ოლიმპიადზე სათამაშოდ ემზადება.

 

ვგრძნობ, რომ ბოლომდე ვერ მოვახერხე საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება რაგბი შვიდში. ცხოვრებაში ერთხელ გეძლევა შანსი წახვიდე ოლიმპიადაზე და ოქროს მედლისთვის იბრძოლო, თუმცა  საფასურის გადახდაც საკმაოდ დიდი მომიწევს - უნდა დავტოვო „ბლუზი“. ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიმიღია, ყველაფერს მალე შეგატყობინებთ“ - განაცხადა პრესკონფერენციაზე კალებმა.

 

 

შეგახსენებთ, რომ კლარკმა  კარიერა რაგბი 7-ით დაიწყო და მალევე მოხვდა „ALL BLACKS SEVENS”-ში, სადაც მსოფლიო სერია მოიგო.

 

კალები მცირე ხანში სუპერ რაგბის კლუბმა „ბლუზმა“ გადაიბირა, შემდეგ იყო მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ახალი ზელანდიის U 20-ის ნაკრებთან ერთად, რასაც ALL BLACKS-ში დებიუტიც მოყვა (5 მატჩი, 1 ლელო).