არ იყიდება - გლეიზერები მანჩესტერიდან წასვლას არ აპირებენ

მანჩესტერ იუნაიტედის თავს დიდი ამბებია. გუნდის გულშემატკივრებმა საპროტესტო აქცია გამართეს და მათი მოთხოვნა გუნდიდან გლეიზერების ოჯახის წასვლა იყო. The Guardian-ის ინფორმაციით, გლეიზერები მანჩესტერის გაყიდვას არ აპირებენ, რადგან თვლიან, რომ გუნდიდან კვლავ დიდი ფინანსური სარგებლის ნახვა შეიძლება. მათი აზრით, იუნაიტედის აქციები მალე 10 მილიარდ დოლარს გაუტოლდება, ამ დროისთვის კი 3 მილიარდზე ცოტა მეტია. 

 

გარდა ამ ყველაფრისა, მანჩესტერის მესვეურები აპირებენ ის გულშემატკივრები სტადიონზე აღარ დაუშვან, რომლებმაც საპროტესტო აქციაში მიიღეს მონაწილეობა. სწორედ ამ აქციის გამო გადაიდო მანჩესტერი - ლივერპულის დაპირისპირება. 

 

რაც შეეხება მანჩესტერის სპორტულ მხარეს, სულშერის შეგირდები პრემიერლიგაში 33 მატჩის შემდეგ 67 ქულით მეორე ადგილზე არიან. მანჩესტერი ევროპა ლიგის ფინლში თითქმის გასულია, მანკუნიანელებმა პირველ 1/2 ფინალში რომა 6:2 დაამარცხეს, განმეორებითი შეხვედრა კი 6 მაისსაა ჩანიშნული.