მოურინიო კარიერას იტალიაში გააგრძელებს

ჟოზე მოურინიო რომას ახალი მწვრთნელი იქნება. მოგეხსენებათ პაულო ფონსეკა სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს და მის ადგილს სწორედ ჟოზე დაიკავებს. ინფორმაცია ჯალოროსის პრესსამასხურმა უკვე დაადასტურა. 

 

მოურინიო ბოლოს ტოტენჰემში მუშაობდა. 58 წლის სპეციალისტი დეზებს 2019 წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობდა და გუნდი 2 კვირის წინ დატოვა. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელს იტალიაში მუშაობის გამოცდილება აქვს, თანაც საკმაოდ წარმატებული. 2008-10 წლებში იგი ინტერის მესაჭე გახლდათ და გუნდთან ერთად სერია ა (2), იტალიის თასი და რაც მთავარია ჩემპიონთა ლიგა მოიგო. 

 

რომა სერია ა-ს დასრულებამდე 6 ტურით ადრე 55 ქულით მე-7 ადგილზეა. გუნდმა ევროპა ლიგის 1/2 ფინალში მანჩესტერთან სტუმრად 2:6 წააგო, განმეორებითი მატჩი კი 6 მაისს იქნება.