იანინა

ყოფილი მოცეკვავე, იანინა მენდეში, რომელსაც ბრაზილიელი ვარსკვლავისგან, რონალდინიოსგან 15 წლის ვაჟი ჰყავს, აცხადებს, რომ ფეხბურთელთან დღესაც აგრძელებს ურთიერთობას.

 

Ronaldinho and Janaina Mendes with their footballer son Joao who signed for Nike

 

ტაბლოიდები და ყვითელი მედია კარგა ხანია დასდევდა რონალდინიოს შეყვარებულს, მაგრამ ყველა აღიარებდა: მენდეში ერთობ მოკრძალებული და მოუხელთებელი ქალიაო.

ერთადერთი ფოტო, რომელზეც სამივენი გამოსახულან, ორი წლის წინაა გადაღებული, როცა ჭაბუკმა ჟოაუ მენდეშმა ნაიკთან მოაწერა კონტრაქტს ხელი. ისიც ფეხბურთელია.

 

The youngster put pen to paper on a deal with the sportswear giants in 2019

 

ახლა კი იანინა მოულოდნელად გაიხსნა. ორშაბათს თავისი ინსტაგრამის გვერდიც გაავსო ფოტოებით და  რაღაც საიდუმლოებებიც გაასაჯაროვა.

მაგალითად, დაწერა: რონალდინიო მაშინ გავიცანი, როცა შოუ ფაუსტაოში ვცეკვავდი, მგზნებარე რომანი გვქონდა. მერე დავშორდით, მაგრამ ახლა ისევ ვმეგობრობთო.

37 წლის იანინას სხვა პარტნიორისგან ოთხი წლის გოგონაც ჰყავს.

Janiana is rarely seen in public