ტიერი ანრი: როცა მანჩესტერს ვეთამაშებოდით, მისი შეჩერება ყველაზე რთული იყო

ლონდონის არსენალის ლეგენადრულმა ფორვარდმა ტიერი ანრიმ, Give me Sport-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მანჩესტერთან თამაშისას ყველაზე მეტად პოლ სქოულზს უფრთხოდნენ და ყველაზე მეტად მის შეჩერებაზე ფიქრობდნენ. 

 

"მანჩესტერთან თამაშამდე მზადებისას, ყველაზე დიდ დროს სქოულზის შეჩერებაზე ფიქრს ვუთმობდით, ის მთელ გუნდს მართავდა. ძლიერი დარტყმა, კარგი პასი, თავდამსხმელებამდე ბურთის მიტანა... სქოულზს მოედანზე დიდი სამუშაოს შესრულება შეეძლო. იმას არ ვამბობ, რომ სხვა მოთამაშეები სახიფათოები არ იყვნენ, თუმცა პოლი განსაკუთრებული იყო. მისი განეიტრალების შემთხვევაში, თავიდან დიდ საფრთხეს ავიცილებდით."-განაცხადა ანრიმ. 

 

სქოულზი მანჩესტერში 1994-2011 და 2012-13 წლებში თამაშობდა. გუნდთან ერთად მან უამრავი ტიტული მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის 2 თასი. რაც შეეხება ანრის, როგორც იცით ის არსენალის ლეგენდაა და ლონდონელთა ღირსებას 1999-2007 წლებში იცავდა.