იძულებითი ცვლილება ნაკრებში

საქართველოს ნაკრებს წინ ორი გამოცდა ელის

9 და 17 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის. რაგბი ევროპის გათამაშების ეგიდით ბორჯღალოსნები ჯერ რუმინეთს ესტუმრებიან, შემდეგ კი ესპანეთს უმასპინძლებენ. ნაკრებმა შევარდენის საწრთვნელ ბაზაზე მზადება უკვე დაიწყო.

 

ამასობაში, მილტონ ჰეიგს უკვე გამოძახებულ 29 კაციან რაზმში იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუხდა. დაშავდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი სოსო მათიაშვილი და მის ნაცვლად გამოცდილი მორაგბე სანდრო თოდუა გამოიძახეს,  რომელსაც 11 თებერვალს 32 წელი შეუსრულდება. მას სანაკრებო დებიუტი 2008 წელს ჰქონდა, დღემდე 75 კეპი მოიხვეჭა და 11 ლელო გაიტანა.

 

მათიაშვილის გარდა, ტრავმების გამო ბორჯღალოსნებს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მინიმუმ პირველ ორ მატჩში ნაკრებს ანტონ ფეიქრიშვილი, ბადრი ალხაზაშვილი, კახა ასიეშვილი, ვიტო კოლელიშვილი, დავით კაჭარავა, თამაზ მჭედლიძე, სანდრო სვანიძე, კოტე მიქაუტაძე, ლაშა ტაბიძე და გურამ შენგელია ვერ დაეხმარებიან.