მათიაშვილი ნაკრებს ვერ დაეხმარება

რუმინეთთან მატჩამდე 10 დღით დრე ბორჯღალოსნებს ლიდერი დაუშავდა

საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ეგიდით მოახლოებული ორი მატჩისთვის გამალებით ემზადება. 9 და 17 თებერვალს ქართველი მორაგბეები ჯერ რუმინეთს, შემდეგ კი ესპანეთს დაუპირისპირდებიან. რუმინეთთან მატჩამდე 10 დღით ადრე ტრავმა მიიღო ბორჯღალოსნების ერთ-ერთმა ლიდერმა სოსო მათიაშვილმა და ის გუნდს ვერ დაეხმარება.

 

აქედან გამომდინარე, ბორჯღალოსნების საწვრთნელ რაზმში ერთი ცვლილება განხორციელდა და დაშავებული მათიაშვილის ნაცვლად მწვრთნელებმა გამოცდილ სანდრო თოდუას უხმეს.

 

„სოსო მათიაშვილმა მყესი დაიზიანა და პირველ ორ მატჩში დაგვაკლდება. მის ნაცვლად გუნდში სანდრო თოდუას ვუხმეთ. გაგვიმართლა, რადგან სანდრომ ტრავმა მოიშუშა და კარგ ფორმაშია. მისი გამოცდილება გუნდს ერთი ასად გამოადგება. სოსო ჩვენთან დარჩება და ტრავმის რეაბილიტაციას ნაკრების სამედიცინო ჯგუფის მეთვალყურეობის ქვეშ გაივლის. ვიმედოვნებთ, რომ ის რაგბი ევროპის ბოლო სამ მატჩში დაგვეხმარება“ - ამბობს მათიაშვილის ტრავმასთან დაკავშირებით მილთონ ჰეიგი.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.