ვალვერდემ თავისი მაინც გაიტანა

ბარსელონას ფეხბურთელი კარიერას არსენალში გააგრძელებს. 

დენის სუარესი კარიერას არსენალში გააგრძელებს. ესპანელი ნახევარმცველი მეთოფეთა ღირსებას სეზონის ბოლომდე იჯარის წესით დაიცავს. გეტყვით იმასაც, რომ მაისში ლონდონელებს მის გამოსყიდვა 20 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

 

არსენალის მესვეურები დიდი ხნის მანძილზე ცდილობდნენ სუარესის გადაბირებას და როგორც ჩანს საწადელს მიაღწიეს. ცნობისთვის, ემერის გუნდის გარდა დენისის შეძენა ლონდონის ჩელსისაც სურდა. სათქმელია, რომ გუნდის დატოვება წესით თავად ფეხბურთელსაც უნდა სურდეს. ამ სეზონში ესპანელმა მხოლოდ 8 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.