ჩინელები მსოფლიო ჩემპიონს იწვევენ

ფრანგმა ვარსკვლავმა კარიერა შესაძლოა ჩინეთში გააგრძელოს. ცნობილია, რომ გუნდის დატოვების წინააღმდეგი თავად ფეხბურთელიც არაა. 

ოლივიე ჟირუმ კარიერა შესაძლოა აზიაში გააგრძელოს. L’Equipe-ში ვკითხულობთ, რომ მსოფლიო ჩემპიონით დალიან იაფანია დაინტერესებული. გეტყვით იმასაც, რომ აზიელები ჟირუს წელიწადში 10 მილიონ ევროს სთავაზობენ.

 

სათქმელია, რომ გუნდიდან წასვლას თავად ფეხბურთელიც არ გამორიცხავს. ჩელსიში მას არცთუ ისე დიდი სათამაშო დრო ეძლევა, რაც ფეხბურთელის უკმაყოფილების მიზეზია. ჟირუ ჩელსიში წინა წლის იანვარში არსენალიდან გადავიდა. ამ დროის მანძილზე მან არისტოკრატთა მაისურით 44 შეხვედრა ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.

 

გეტყვით იმასაც, რომ ჟირუთი ატლეტიკო, ბარსელონა და მარსელიც ინტერესდებიან.