კონორმა დუმილი დაარღვია

მაკგრეგორი მადლობელია 

ირლანდიელმა მებძოლმა კონორ მაკგრეგორმა ნევადის შტატის ათლეტთა კომისიის მიერ UFC 229-ის დროს მომხდარი ინციდენტის შესახებ გამოტანილი განაჩენის შემდეგ დუმილი პირველად დაარღვია.

30 წლის ირლანდიელს ბრძოლა 5 თვით აეკრძალა და 50 000 დოლარი ჯარიმა მიიღო, მაშინ როდესაც მის მოწინაააღმდეგე ხაბიბ ნურმაგომედოვს 9-თვიანი იძულებითი პაუზა და 500 000 დოლარის გადახდა დაეკისრა.

"მადლობელი ვარ ნევადის შტატის ათლეტთა კომისიის, რომელმაც ინციდენტი სწორად შეაფასა და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.

განზრახ არ მინდოდა, რომ ჩემი მოწინააღმდეგის ნათესავისთვის დამერტყა. ეს მხოლოდ მისი ქმედებიდან იყო გამოწვეული.

მოუთმენლად ველი კიდევ ერთ ბრძოლას".-დაწერა კონორმა twetter-ზე.

 



მოგვიანებით, მაკგრეგორმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მისი და რუსი სპორტსმენის სამწვრთელო შტაბის წევრის დაპირსპირება ასახული.



კონორს გულშემატკივრები გამოეხმაურნენ და მალე დაბრუნებისკენ მოუწოდეს:

"მადლობა პასუხისმგებლობისთვის, ეს არის ის, რისი გაკეთება ხაბიბს აზრადაც არ მოუვიდოდა".-წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

"ის სხვებს ადანაშაულებდა, სასამართლომ კი ყველაფერი ნათელი გახადა";

"გვიყვარხარ კონორ, მოემზადე და უფრო ძლიერი დაგვიბრუნდი";

"კლასი, ველოდებით შენს ლამაზ დაბრუნებას";

"ჰა-ჰა, საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა - ამის ყველაზე კარგი მაგალითი ეს პასუხია"...




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.