ემერიმ გეგმა B ჩართო

ლონდონელები არ ნებდებიან. ემერის გუნდი ბელგიელ ვარსკვლავთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.

არსენალის ხელმძღვანელობამ იანიკ კარასკოსთან მოლაპარაკებები დაიწყო. Sky Sport-ის ინფორმაციით, ლონდონელები ბელგიელი შემტევის გადაბირებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე შეეცდებიან.

 

მეთოფეებს თავიდან  ინტერიდან ივან პერიშიჩის შეძენა სურდათ, თუმცა აქედან არაფერი გამოვიდა და ინგლისელებმაც მის შემცვლელზე დაიწყეს ფიქრი. ცნობილია, რომ ორივე შემთხვევაში ტრანსფერის ინიციატორი უნაი ემერია.

 

რაც შეეხება კარასკოს, იგი ამჟამად ჩინური დალიან იაფანის ღირსებას იცავს. აზიურ გუნდს იგი წინა წლის მარტში მადრიდის ატლეტიკოდან შეუერთდა. დალიანის რიგებში კარასკომ 26 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. აქვე გეტყვით, რომ იანიკის დამატება მილანის, ინტერისა და მანჩესტერის ხელმძღვანელობებსაც უნდათ.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.