ბრწყინვალე დასაწყისი

საქართველო გამარჯვებით იწყებს

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო.

პირველი ტურის მატჩი ეროვნულმა გუნდმა დღეს გამართა და თბილისის სპორტის სასახლეში, სავსე ტრიბუნების წინ გერმანიას სძლია.

ანგარიში პირველი ტაიმის მე-11 წუთზე პენალტის ნიშნულიდან შესრულებული ზუსტი დარტყმით რონინიომ გახსნა.

ზუსტად ორ წუთში, არჩილ სებისკვერაძემ ძლიერი შორეული დარტყმა შეასრულა, როცა მეკარემ აჯობა, თუმცა დამატებაზე უხლური გახდა - 2:0.


პირველი ნახევრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე საქართველომ მოგება გაიფორმა, ამჯერად გოლი სემი საიოტის ანგარიშზეა, რომელიც მთელი შეხვედრის განმავლობაში ჩვენი მხრიდან ყველაზე აქტიური იყო, მეტოქის კარდ არაერთხელ შეუტია, რამდენჯერმა აკრობალტულ ნახტომში დაარტყა და გერმანელებს არაერთი პრობლემა შეუქმნა.

მინი-ფეხბურთის სტილის გათ ალისწინებით, რთული წარმოსადგენია, თუმცა მთელი სათამაშო დროის განმავლობაში ქართვრლები ბურთზე სრულ უპირატესობას ფლობდნენ, მეტოქეს ავიწროვებდნენ და არაერთ საგოლე ეპიზოდის ქმნიდნენ, ამაზე მარტო ის ოთხი ეპიზოდი მეტყველებს, როდესაც ბურთი გერმანიის კარის ძელს მოხვდა. ქართველების უდიდესი უპირატესობის გამკლავებას სტუმრები მეორე ტაიმის პირველ ათ წუთში მხოლოდ მეკარე ფილიპ პლესის გმირული თამაშის წყალობით ახერხებდნენ, თუმცა მასპინძლებმა მეტოქე მაინც გატეხეს და ორწუთიან მონაკვეთში მეტოქეს ორი გოლი გაუტანეს. დუბლი ჯერ სებისკვერაძემ ულამაზესი გოლით გაიფორმა - შემოიწია რა ფლანგიდან ცენტრში და შორეული ზუსტი დარტყმით ბურთი ბადეში გაახვია, მერე კი ეს საიოტიმ მოახერხა, რომელმაც სტანდარტიდან გათამაშებული კომბინაცია ტექნიკური დარტყმით დააგვირგვინა.

მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, სტუნრებმა პრესტიჟის გოლი მაინც გაიტანეს, თავი ჰაკან ერდემიმ გამოიჩინა.

საბოლოდ, საქართველომ დამაჯერებელი და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა (5:1) და დანიასა და ისრაელს შორის დაფიქსირებული ფრის (1:1) შედეგად, ჯგუფის ლიდერი გახდა. მეორე მატჩს ჩვენებურები ხვალ, ამავე დარბაზში, 20:30 საათზე, ისრაელის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

საქართველო: კუპატაძე, რონინიო, საიოტი, ტალესი, სებისკვერაძე.
სავარაუდო შემადგენლობა: ბუკია, თოფურია, კეკელია, თოდუა, ჯავარაშვილი, ფუმასა, ზედელაშვილი, კურტანიძე, ნიკვაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.