აბურჯანიას - სევილია და კორდობა გაარკვევენ

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის ბოლოსწინაადგილოსან კორდობას გიორგი აბურჯანია სურს. 24 წლის ქართველი ნახევარმცველი ასევე სეგუნდას გუნდში თამაშობს: ლუგოში, რომელიც ცხრილში ცოტა ზემოთ, მე-14 პოზიციაზეა.

 

თუმცა აბურჯანია 2020 წლამდე სევილიას ეკუთვნის და ლუგოში განათხოვრებითაა. ასე რომ, ახლა სევილიასა და კორდობას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები და დღეს უნდა გაირკვეს, შეიცვლის თუ არა გუნდს გიორგი. ასე წერს ესპანური პრესა: El dia de Cordoba.