ჯოკოვიჩი: შემიძლია, მაგრამ არ ვჩქარობ

ნოლემ კბილი როჯერ ფედერერს გაჰკრა

ახლახანს დასრულებული ავსტრალიის ღია პირველობის ტრიუმფატორი ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელსაც მელბურნში 7-ჯერ უჩემპიონია და ამ მხრივ აბსოლუტური რეკორდიც დაამყარა მომავალს იმედიანად უყურებს და დიდი გეგმები აქვს.

 

მსოფლიოს პირველი ჩოგანი დარწმუნებულია, რომ გულშემატკივარს კიდევ არაერთ სიხარულს მიანიჭებს და დიდი სლემის თასების კოლექციას კიდევ უფრო გაზრდის. ჯოკოვიჩმა კბილი როჯერ ფედერერსაც გაჰკრა:

 

„31 წლის ვარ, მაგრამ მაღალ დონეზე თამაშს კვლავ ვახერხებ და მეიჯორებსაც ვიგებ. დიდი სლემი უკვე მეთხუთმეტედ მოვიგე, რაც ჩოგბურთის ისტორიაში მხოლოდ ორმა მოთამაშემ შეძლო. ლოგიკურია იმაზე ფიქრი, რომ დიდ სლემებზე ტრიუმფით როჯერ ფედერერს დავეწიო. უფრო მეტიც - ამის გაკეთება ნამდვილად შემიძლია. დრო კიდევ მაქვს და არსად მეჩქარება“ - ამბობს ნოვაკ ჯოკოვიჩი.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.