6 ერი პარიზით იწყებს

რაგბში, ყველაზე პრესტიჟული და უმთავრესი ევროპული ტურნირი 125-ედ აიღებს სტარტს

ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, იტალია, შოტლანდია და უელსი. ევროპის კონტინენტზე, ამ ქვეყნების გარდა ალბათ საქართველოსაც შეუძლია დაიკვეხნოს, რომ რაგბი ჩვენი თამაშიცაა. ადრე თუ გვიან ალბათ ბორჯღალოსნებსაც მიეცემათ შანსი იმ ტურნირის მონაწილენი გახდნენ, რომელიც 1 თებერვალს, პარიზში „სტად დე ფრანსზე“ იწყება.

 

რაგბის ქომაგი ალბათ მიხვდებოდა, რომ საუბარი 2019 წლის  6 ერის გათამაშებაზეა, რომელიც საფრანგეთის და უელსის ნაკრებთა ჯახით გაიხსნება. პირველ ტურში ასევე, შოტლანდია იტალიას მიიღებს, ხოლო ირლანდია ინგლისს უმასპინძლებს.

 

ტურნირის უმთავრესი ფავორიტები, ისევე როგორც შარშან ირლანდიის ნაკრებია, რომელთაც წლეულს ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება მართებთ.

 

რაგბში, ყველაზე პრესტიჟული და უმთავრესი ევროპული ტურნირი 125-ედ აიღებს სტარტს, რომელიც ყველაზე მეტჯერ ინგლისის ნაკრებს აქვს მოგებული. რაც შეეხება ირლანდიის ნაკრებს, აღსანიშნავია, რომ „სამყურები“ ბოლო 5 წლის მანძილზე ჩემპიონები 3-ჯერ გახდნენ.

 

ექსპერტები ამჯერადაც გამარჯვებას ირლანიელებს უწინასწარმეტყველებენ. 2019 წლის 6 ერის გათამაშება 16 მარტს დასრულდება და ვნახოთ მოახერხებს თუ არა ირლანდიის ნაკრები ტიტულის დაცვას.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.