მეორე ეტაპი განაღდებულია

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ისრაელიც გაანადგურა

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩაატარა და ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა.

გერმანიასთან საწყის შეხვედრაში დამაჯერებელი გამარჯვების (5:1) შემდეგ, ამჯერად ჩვენებურებმა ისრაელის ეროვნული გუნდი გაანადგურეს.

საქართველომ მოგება პირველივე ტაიმში გაინაღდა, როცა მეტოქეს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა. განსაკუთრებით აქტიური ნატურალიზებული ბრაზილიელი თალესი იყო, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა. თითო-თითო გოლი კი აქტივში თოფურიამ და ფუმასამ მიითვალეს.

მიუხედავად ანგარიშისა, მეორე 20 წუთში ქართველებს შეტევა არ შეუნელებიათ, პირიქით, გადახალისებული შენადგენლობითაც მიჯრით რამდენიმე სახიფათო იერიშს ანხორციელებდნენ. მეორე ნახევრის ანგარიში ზუსტი, შორეული დარტყმით ცვლილებაზე შემოსულმა გია ნიყვაშვილმა გახსნა.

საბოლოო ანგარიში სათამაშო დროის ამოწურვამდე 5 წუთით ადრე ვახტანგ ჯვარაშვილმა ზუსტი დარტყმით დააფიქსირა - 7:0.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში, ჩვენს მიერ დამარცხებულმა გერმანიამ დანიას - 5:2 მოუგო. შედეგად, 2 ტურის მერე, საქართველოს ნაკრები ჯგუფს ორი მოგებითა და 6 ქულით ლიდერობს, მეორე ეტაპის საგზური კი განაღდებულია.

ჯგუფის ბოლო მატჩს საქართველო, 2 თებერვალს, ამავე დარბაზში, დანიის წინააღმდეგ ჩაატარებს. 
საქართველო: კუპატაძე, რონინიო, საიოტი ჯუნიორი, თალესი, სებისკვერაძე.
სათადარიგო შემადგენლობა: ბუკია, თოფურია, კეკელია, თოდუა, ჯვარაშვილი, ფუმასა, ზედელაშვილი, კურტანიძე, ნიკვაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.