პროგნოზი: ლევერკუზენი-ბაიერნი

პროგნოზი: ლევერკუზენი-ბაიერნი 

ლევერკუზენი-ბაიერნი

დრო: შაბათი, 2 თებერვალი, 18:30 საათი

მსაჯი: ტობიას შტილერი (გერმანია 37)

 

სატურნირო მდგომარეობა

 

ლევერკუზენის ბაიერი წინა სეზონისგან განსხვავებით, ლიდერთა შორის აღარ იმყოფება. მოპოვებული მხოლოდ 27 ქულა გუნდს მეცხრე ადგილზე ყოფნის შესაძლებლობას აძლევს. ბურთების შეფარდება - 29:30.

 

გუნდმა ბოლო 9 მატჩიდან 5 მოიგო და ორჯერ დამარცხდა.

 

ვიდრე 19 იანვარს მიუნხენგლადბახის ბორუსიასთან მინიმალური სხვაობით (0:1) დამარცხდებოდა, ლევერკუზენს შინ ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა.

 

ბოლო მატჩი ფარმაცევტებმა 26 იანვარს, ვოლფსბურგთან სტუმრად გამართეს და (3:0) იმარჯვეს.

 

მიუნხენის ბაიერნი სეზონის ცუდი სტარტის შემდეგ, ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა. გუნდს ბოლო 9 მატჩიდან 7 მოგება და 2 ფრე აქვს.

 

რეკორდმაისტერმა 19 ტურის შემდეგ, 42 ქულა მოაგროვა და მეორე ადგილი გაიმყარა. ლიდერ დორტმუნდის ბორუსიასთან ჩამორჩენა 6 ქულას უდრის, ბურთების შეფარდება - 43:20 (მეორე შედეგი). 

 

მიმდინარე წელს, ბაიერნს სტუმრად არ უთამაშია, თუმცა მანამდე ჩატარებული ბოლო 15 მატჩიდან 12 მოიგო.

 

მეცხრამეტე ტურში მოქმედმა ჩემპიონმა ალიანს არენაზე შტუტგარტი 4:1 დაამარცხა.

 

 

ურთიერთშეხვედრები

ბოლო წლების განმავლობაში, ლევერკუზენი ბაიერნს ღირსეულ მეტოქეობას ვეღარ უწევს - ნიკო კოვაჩის გუნდმა ბოლო 6 მატჩიდან 5 მოიგო ერთი კი ფრედ დაასრულა.

 

ფარმაცევტებმა ბავარიელებს ბოლოს 2015 წელს მოუგეს.

 

გუნდების ბოლო ოთხ დაპირისპირებაში მინიმუმ 4 გოლი გავიდა.

 

სავარაუდო შემადგენლობა

ლევერკუზენი: ჰრადრკი, ვენდელი, ბენდერი, თა, ბენდერი, ბრანდტი, არანგუისი, ჰავერტსი, ბელარაბი, ვიოლანდი, ბაილი.

მთავარი მწვრთნელი: პიტერ ბოში (ჰოლანდია).

 

ბაიერნი: ნოიერი, კიმიხი, ზულე, ჰუმელსი, ალაბათ, მარტინესი, ალკანტარა, მიულერი, გორეცკა, კომანი, ლევანდოვსკი.

მთავარი მწვრთნელი: ნიკო კოვაჩი (ხორვატია).

 

პროგნოზი

გუნდების სათამაშო სტილისა და ურთიერთშეხვედრების გათვალისწინებით, საკმარისზე მეტი მიზეზი გვაქვს იმისა, რომ უხვგოლიან შეხვედრას ველოდოთ.

 

2.5-ზე მეტი გოლი @1.45

3.5-ზე მეტი გოლი @2.00