პროგნოზი: სიტი-არსენალი

პროგნოზი: მანჩესტერ სიტი-არსენალი 

 

მანჩესტერ სიტი-არსენალი 

დრო: კვირა, 2 თებერვალი, 20:30 საათი

მსაჯი: მარტინ ატკინოსნი (ინგლისი, 47)

 

სატურნირო მდგომარეობა

 

მოქმედი ჩემპიონი ტიტულის დაცვის შანსებს ძალიან იმცირებს. გუნდმა ბოლო ტურში სრულიად დაუგეგმავი ქულები დაკარგა და ნიუკასლთან დამარცხდა. ამ მომენტისთვის, მანჩესტერ სიტის 56 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება, ლიდერ ლივერპულს კი 6-ით ჩამორჩება. ქალაქელებს საუკეთესო ბურთების შეფარდება აქვთ - 63:19.

 

კაჭკაჭებთან წაგებამდე სიტის ზედიზედ 8 მოგება ჰქონდა.

 

მიმდინარე სეზონში, სიტის საშინაო არენაზე 11 მოგება და 1 მარცხი აქვს. ეტიჰადზე ქალაქებს ბოლო 19 მატჩიდან 17 მოგება და 2 წაგება აქვთ. შინ გუნდმა ბოლო 5 შეხვედრა მოიგო, აქედან 4-ში მეტოქეს მინიმუმ 3 გოლი გაუტანა და თავად კარი მშრალად შეინახა.

 

რაც შეეხება არსენალს, გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონას დაუბრუნდა. 47 ქულა, 50 გატანილი (მესამე შედეგი) და 33 გაშვებული გოლი - ეს მეთოფეთა მონაგარია.

 

უნაი ემერის გუნდი დიდი ხანია ფრეს აღარ თამაშობს - ბოლო 7 მატჩში 4 მოგება და 3 ფრე.

 

ლონდონელებს საშინაო არენისგან განსხვავებით, მეტოქის მოედანზე თამაში უჭერთ, სტუმრად ბოლო 7 მატჩიდან არსენალმა ერთადერთი მოიგო.

 

ბოლო - 24-ე ტურში, არსენალმა საკუთარ სტადიონზე ითამაშა და კარდიფს ლოგიკურად - 2:1 მოუგო.

 

 

ურთიერთშეხვედრები

 

სიტიმ არსენალს ბოლო 4 მატჩი დამაჯერებლად მოუგო, აქედან 3 ემირეიტსზე შედგა.

 

2015 წლის შემდეგ არსენალს სიტი პრემიერლიგაში არ დაუმარცხებია - 2 მოგწბა, 4 ფრე.

 

სიტი შინ ბოლო 3 მატჩში წაუგებელია - 2 მოგება და 1 ფრე.

 

ამ გუნდების ბოლო 6 დაპირისპირებიდან 5-ში გოლის გატანა ორივე გუნდმა შეძლო.

 

სავარაუდო შემადგენლობა

მანჩესტერ სიტი: ედერსონი, მენდი, ლაპორტი, სტოუნსი, დანილო, სილვა, ფერნანდინიო, დე ბრუინი, სტერლინგი, ჟეზუსი, მაჰრეზი.

მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა (ესპანეთი).

 

არსენალი: ლენო, მაიტლენდ-ნაილსი, მუსტაფი, კოშელნი, კოლაშინაცი, ტორეირა, ჯაკა, გენდუზი, რემზი, ლაკაზეტი, ობამეიანგი.

მთავარი მწვრთნელი: უნაი ემერი (ესპანეთი).

 

პროგნოზი

სიტისთან სტუმრად თამაში ყველა გუნდისთვის რთულია, გვარდიოლას გუნდმა ბოლო 5 საშინაო მატჩში 26 გოლი გაიტანა და ერთადერთი გაუშვა.

 

ამ გუნდების დაპირისპირება ყოველთვის უხვგოლიანი გამოდის, თანაც გოლს ორივე მათგანი იტანს ხოლმე, ეს კი უმეტესად მეორე ნახევარში ხდება. 

 

მანჩესტერ სიტი მოიგებს @1.32

მეორე ტაიმში გოლს ორივე გუნდი გაიტანს @2.85