ივნისში დიდი ბრძოლაა

ბრძოლის ზუსტი თარიღი ჯერ დადგენილი არ არის

საბრძოლო სპორტის სახეობათა მოყვარულთ ამ ზაფხულს დიდი ბრძოლა ელით. რინგზე, ერთმანეთის პირისპირ ორი დაუმარცხებელი მებრძოლი ენტონი ჯუშოა და ჯარელ მილერი დადგებიან. ბრძოლა ნიუ ორკში, ლეგენდარულ არენაზე, მედისონ სკვერ გარდენში შედგება.

 

აღნიშნულ ინფორმაციას, FOXSports-ის ჟურნალისტი მაიკ კოპინგერი ავრცელებს. ბრძოლის ზუსტი თარიღი ჯერ დადგენილი არ არის. როგორც ამბობენ ორი სავარაუდო რიცხვი 1 ან 8 ივნისი განიხილება.

 

ნიშანდობლივია, რომ ენტონი ჯოშუასთვის ეს იქნება კარიერაში პირველი ჩხუბი, რომელსაც ის დიდი ბრიტანეთის ფარგლებს გარეთ გამართავს. როგორც უკვე ვთქვით ჯოშუა დაუმარცხებელია და მას კარიერაში 22 ბრძოლა აქვს მოგებული. ბოლო მან რუსი მებრძოლი ალექსანდრე პოვეტკინი დაამარცხა.

 

რაც შეეხება მილერს, ისიც წაუგებელია და თავს რინგზე 23 მოგებით იწონებს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.