ემერი: გვარდიოლა საუკეთესო მწვრთნელია

არსენალის თავკაცი სიტისთან მატჩამდე მეტოქის ხელმძღვანელს აქებს 

 

ლონდონის არსენალის მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ პრემიერლიგის 25-ე ტურში მოქმედი ჩემპიონის მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის წინ, მომავალი მეტოქისა და მისი თავკაცის პეპ გვარდიოლას შესახებ ისაუბრა. 

 

„ყველა გუნდისა და სპეციალისტის გაანალიზების შემდეგ, ვფიქრობ, ძალიან რთულია იპოვო უფრო უკეთესი მწვრთნელი, ვიდრე პეპ გვარდიოლა. მას ძალიან დიდებული კარიერა აქვს. ჩვენ მწვრთნელობა ერთდროულად დავიწყეთ, ის ბარსელონას მეორე გუნდში, მე კი ლოკასა და ალმერიაში ვიყავი, მე მისი ყურებით ძალიან ბევრი ვისწავლე“.-თქვა 47 წლის ესპანელმა.

 

მანჩესტერ სიტი 56 ქულით პრემიერლიგაში მეორე ადგილს იკავებს, არსენალი კი 47 ქულით ოთხეულს ასრულებს. მატჩი ეტიჰადზე, 3 თებერვალს, 20:30 საათზე დაიწყება.  




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.