ყაზახეთმა ფინალი გაინაღდა

გუნდს გამარჯვების მომტანი ქულა მიხაილ კუკუშკინმა მოუტანა

ჩოგბურთის მოყვარულთ ეცოდინება, რომ 2019 წლიდან დევისის თასის გათამაშება ახალი ფრორმატით გაიმართება. სეზონი ბოლოს 18 გუნდი ერთმანეთში გაარკვევს ურთიერთობას და ჩემპიონის ვინაობაც გაირკვევა.

 

უკვე გადაწყვეტილია, რომ 18 გუნდში იქნებიან შარშანდელი დევისის თასის ნახევარფინალისტები - აშშ, ესპანეთი, საფრანგეთი და ხორვატია. ასევე ე.წ. „ველური ბარათი“ გადაეცა დიდი ბრიტანეთის და არგენტინის ნაკრებებს, დანარჩენი 12 საგზური კი საკვალიფიკაციო ეტაპზე განაწილდება.

 

პირველი კი ვინც ფინალურ ეტაპზე გასვლა შეძლო ყაზახეთის ნაკრებია, რომელიც პორტუგალიის ნაკრებზე ძლიერი გამოდგა. ყაზახებს, ჟოაო სოუზას ძლევით გამარჯვების მომტანი ქულა მიხაილ კუკუშკინმა მოუტანა. ყაზახეთის ნაკრებმა პორტუგალიელები - 3:1 დაამარცხა.