სენსაცია პარიზში

6 ერი უელსის გამარჯვებით დაიწყო

რაგბის ქომაგებს მარტამდე მოსაწყენად ნამდვილად არ ეცლებათ. წინ დიდი პერიპეტიებია, რასაც 6 ერის გათამაშება ჰქვია. შარშან ტურნირი ირლანდიის ნაკრებმა მოიგო და წლეულსაც უმთავრეს ფავორიტად მიიჩნევა.

 

ტურნირი კი პარიზში, საფრანგეთისა და უელსის ნაკრებთა ჯახით დაიწყო. წყვილის ფავორიტად ფრანგები მიიჩნეოდნენ, თუმცა უელსელებმა გულშემატკივარს დიდი სიურპრიზი შესთავაზეს. პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლები 16:0 იგებდნენ და თითქოს გამარჯვებაც ჯიბეში ედოთ, მაგრამ სტუმრებმა არნახული ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და მეტოქეს გამარჯვება ბოლო წუთებზე გამოგლიჯეს 19:24.

 

გამარჯვება უელსელებს ნორსმა მოუტანა, რომელმაც 72 წუთზე ბურთი ჩაჭრა და ლელომდე ისე ირბინა მისი შეჩერება ვერავინ შეძლო.

 

2 თებერვალს, ირლანდიის ნაკრები ინგლისს დაუპირისპირდება. ხოლო შოტლანდია იტალიას დაუხვდება.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.