მარადონამ ბობანი რინგზე იხმო 

არგენტინელმა ლეგენდამ პოსტი დატოვა 

 

 

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფნატინო გააკრიტიკა.

 

მე ჯანი ინფანტინოს წერილი გავუგზავნე, რომელშიც შევატყობინე, რომ ფიფას ლეგენდების გუნდის კაპიტნის პოსტს ვტოვებდი, რადგან იოზეფ ბლატერის წასვლის შემდეგ საერთოდ არაფერი შეცვლილა.

 

მარკო ვან ბასტენთან და სხვა ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად, ჩვენ სასტუმროს ოთახში გამოგვკეტეს. ისე გამოვიყურებოდით, როგორც პატარა ძაღლები, რომლებსაც თავშესაფარი სჭირდებათ, ეს მათი მხრიდან უპატივცემულობის გამოხატულება იყო, სწორედ ამიტომ წავედი თანამდებობიდან“.-თქვა არგენტინის ნაკრების, ბარსელონას და ნაპოლის ყოფილმა თავდამსხმელმა.

 

მარადონას კრიტიკის ქვეშ ფიფას გენერალური მდივნის მოადგილე ზვონიმირ ბობანიც მოჰყვა: „მინდა მივმართო ზვონიმირს, თუ მას სურს, რომ ამ სიტუაციიდან მართალი გამოვიდეს, მაშინ ჩემთან ერთად რინგზე დადგეს და კრივში შემერკინოს. ამ ყველაფერში ყველაზე ცუდი არის ის, რომ ბობანი ჩვენს ოთახში ინფანტინოს მიერ იყო გამოგზავნილი. 20 წლის ბიჭი აღარ ვარ, უკვე 58-ს ვარ და ყველაფერს კარგად ვხვდები.

 

მტკივნეულია, რადგან მე ამ ხალხის მჯეროდა, მაგრამ მათ აღარასდროს ვენდობი“.-თქვა მარადონამ.

 

მარადონა იმ ინციდენტის შესახებ საუბრობს, რომელიც მასსა და ვეტერან ხორვატ ნახევარმცველს შორის სასტუმროში მოხდა, სადაც ფიფას ლეგენდების პროგრამის მონაწილე ფეხბურთელები იმყოფებოდნენ.

 

ამჟამად „ღმერთის ხელის“ შემოქმედი მექსიკის მეორე ლიგაში მოასპარეზე დორადოსს წვრთნის.