ბერტენსი ფინალშია

ბერტენსმა საბალენკას უკვე მეოთხედ მოუგო და ურთიერთშეხვედრებშიც სოლიდური უპირატესობა აქვს

სანქტ-პეტერბურგის საჩოგბურთო ტურნირს ახალი ჩემპიონი რომ ეყოლება მას შემდეგ გაირკვა, რაც ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტი პეტრა კვიტოვა ტურნირს დაემშვიდობა. ახლა კი ცნობილი ის გახდა, რომ ფინალში ჰოლანდიელი კიკი ბერტენსი ითამაშებს.

 

რეიტინგის მერვე ჩოგანმა არინა საბალენკას აჯობა. ბელარუსი ჩოგბურთელი ამჟამად მეათე ნომერია და მას დიდ მომავალს უწინასწარმტეყველებენ. სანქტ-პეტერბურგში კი ნახევარფინალამდე გააღწია და ბერტესთანაც თითქოს ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა ჰოლანდიელმა 7:6, 6:2 აჯობა.

 

ნიშანდობლივია, რომ ბერტენსმა საბალენკას უკვე მეოთხედ მოუგო და ურთიერთშეხვედრებშიც სოლიდური უპირატესობა აქვს.