მაკგრეგორი და მეივეზერი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან

კონორ მაკგრეგორსა და ფლოიდ მეივეზერს შორის შესაძლოა კიდევ ერთი დაპირისპირება შედგეს, თუმცა რინგის და ოქტაგონის მიღმა. 


კრივში მსოფლიოს ორგზის და UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონები ერთმანეთს იაპონურ სატელევიზიო გადაცემა "სუპერვარსკვლავებში" დაუპირისპირდებიან. ამერიკულ პრესაში დაიწერა, რომ იაპონიაში, ახალი წლის ღამის ეთერში, ლეგენდარული სპორტსმენები ერთმანეთს სხვადასხვა სახალისო თამაშებში შეეჯიბრებიან. 


ამერიკელმა და ირლანდიელმა სპორტსმენებმა ზუსტად 2 წლის წინ იჩხუბეს, მაშინ მეივეზერმა კარიერაში 50-ე ორთაბრძოლა 10 რაუნდში მოიგო.

misha misha 17 დეკემბერი 2019 -02:16