საქართველო სრული სვლით

სამიდან სამი

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დაასრულა.

ეროვნულმა გუნდის მეტოქე ამჟამად დანიის ნაკრები იყო, რომელმაც განსხვავებით წინა ორი მატჩისგან ღირსეული წინააღმდეგობა გაგვიწია, თუმცა საბოლოოდ ქართველებმა მეტოქეს მაინც დიდი უპირატესობით აჯობეს.

პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა, სადაც ორივე გუნდი უტევდა და საგოლე ეპიზოდებს მიჯრით ქმნიდა. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა აქცენტი უმეტესად ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გააკეთა, რომელთაც წინა მატჩებში შედარებით ნაკლები სათამაშო დრო დაეთმოთ.

მეორე ნახევარში საქართველოს დომინირება უფრო შესამჩნევი გახდა. მეხუთე წუთისთვის რონინიომ უალამზესი გოლით გახსნა ანგარიში, ბრაზილიელმა ლეგიონერმა ტექნიკური მოძრაობებით ბურთი დაამუშავა, ორი მეტოქის გარემოცვიდან გათავისუფლდა და უძლიერესი დარტყმით მებრძოლ დანილე მეკარეს შანსი აღარ დაუტოვა.

რონინიოს შესანისნავმა გოლმა საქართველოს თამაში გახსნა და ჩვენებმა მეტიქის კარისკენ მიმავალი იოლი გზები იპოვნეს. არასრულ 9 წუთში დანიელთა კარის ბადეში ბურთი ოთხჯერ აღმოჩნდა - თითო-თითოჯერ თავი საიუტიმ, კეკელიამ, თოფურიამ და თალესმა გამოიჩინეს.

ერატი ბურთი სათამაშო დროის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, მორტენ ლარსენმა გაქვითა.

მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, ვახტანგ კეკელიამ რიცხვობრივი უპირატესობით ისარგებლა და ცარიელ კარში შედებული ბურთით დუბლი გაიფორმა.


აუცილებლად უნდა აღინიშნოს ცვილებაზე შემოსული მეკარის თორნიკე ბუკიას გარჯა, რომელმაც რამდენიმე რთულ ეპიზოდში საქართველო გაშვებულ გოლს გადარჩინა.

საბოლოო წერტილი შეხვედრაში კევინ იორგენსენმა ბოლო წუთზე შესრულებული ზუსტი საჯარიმო დარტყმით დასვა.

საბოლოოდ, საქართველომ - 6:2 იმარჯვა და ჯგუფური ეტაპი 9 1ულით, პირველი ადგილით, 18 გატანილი, 3 გაშვებული გოლით და პირველი ადგილით დაასრულა და მეორე ეტაპის საგზური მოიპოვა.


საქართველო: კუპატაძე, რონინიო, ფუმასა, საიუტი, თალესი.

სათადარიგო შემადგენლობა: ბუკია, თოფურია, კეკელია, თოდუა, ჯვარაშვილი, ზეხელაშვილი, კურტანიძე, ნიკვაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.