როცა პენალტს ოთხჯერ ურტყამ (+VIDEO)

საინტერესო ფაქტი მოხდა შოტლანდიურ პრემიერლიგაში. 

გლაზგო რეინჯერსმა შინ 4:0 მოუგო სენტ მირენს, რაც სულაც არაა გასაკვირი, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ მსაჯმა ოთხი პენალტით დაასაჩუქრა სტივენ ჯერარდის გაწვრთნილი გუნდი.

 

ერთი გუნდის მიერ სამი თერთმეტმეტრიანი გვახსოვს, აი, ოთხი ნამეტანი იშვიათობაა. სამჯერ დაარტყა ჯეიმს ტავერნიემ და აქედან ორი გაიტანა, კიდევ ერთი პენალტი კი ჯერმეინ დეფომ შეაგდო. მოკლედ, რეინჯერსმა ოთხიდან სამი გამოიყენა.

 

რეინჯერსი სამი ქულით ჩამორჩება ლიდერ სელტიკს, თუმცა სელტიკს ერთი თამაში მარაგში აქვს.