სანაძე პოლონეთში ვერ იგებს

ქართველმა კალათბურთელმა კვლავ სასტარტო ხუთეულში ითამაშა

პოლონეთში გადაბარგების შემდეგ, ქართველი კალათბურთელი დუდა სანაძე შედეგიანობით გამოირჩევა, თუმცა მოედანი მოგებულს ჯერ არ დაუტოვებია. პოლონეთის მე-18 ტურში სანაძის “ჰიდროტრეკ რადომმა” სშეჩინის “კინგსს” უმასპინძლა და 61:79 დამარცხდა. 

 

ქართველმა კალათბურთელმა კვლავ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 24:41 წუთი გაატარა, თუმცა, წინა მატჩების მსგავსად შედეგიანი არ ყოფილა. დუდას მონაგარი 8 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა იყო.

 

“რადომს” 5 მოგება და 13 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 9 თებერვალს, სტუმრად, ერთე-ერთ აუტსაიდერ “ტრეფლ სოპოტთან” გამართავს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.