ჩემპიონი შინ დაეცა

6 ერის გათამაშება ირლანდიის მარცხით დაიწყო

1 თებერვალს სტარტი 2019 წლის 6 ერი გათამაშებამ აიღო, რომელიც თვენახევარში, 16 მარტს დასრულდება. პირველი ტური ერთგვარად სენსაციური გამოდგა. უკვე გამცნდეთ, რომ საფრანგეთმა შინაურ კედლებში უელსთან წააგო, ხოლო მოქმედი ჩემპიონი - ირლანდიის ნაკრები, დუბლინში ინგლისს ვერ გაუმკლავდა.

 

ირლანდიის ნაკრებმა, „ავივა სტედიუმზე“ ინგლისთან 20:32 წააგო. ნიშანდობლივია, რომ 6 ერის გათამაშება ყველაზე მეტკერ სწორედ ინგლისის ნაკრებს აქვს მოგებული. აღსანიშნავია, რომ ინგლისელი მორაგბეების გამარჯვება შემთხვევითი არ ყოფილა. ისინი მოედანზე მთელი მატჩის მანძილზე დომინირებდნენ და ირლანდიელებს ორივე ტაიმში აჯობეს.

 

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ინგლისელთა მორაგბე მარკ ვუნიპოლა დასახელდა. 

 

მიმდინარე 6 ერის გათამაშებაში, პირველი ტურის შემდეგ ინგლისი და შოტლანდია გალიდერდნენ, ხოლო უელსი მესამე ადგილზეა.