ცისფერი მთები და ოლიმპიური თამაშები

სოკ-ი გადაწყვეტილებას 2020 წლის დეკემბერში მიიღებს

საერთაშორისო სამოტოციკლო ფედერაცია (FIM) ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შესაღწევად პეტიციას ამზადებს.
 

FIM-ის მიზანი ელექტროძრავიანი საშეჯიბრო ფორმატის (Trial-E) გაოლიმპიურებაა. საუბარია სპორტის ისეთ სახეობაზე, რომელიც მაუნთინბაიკის დისციპლინის, ველოტრიალის მსგავსია და ბუნებრივ თუ ხელოვნურ წინაღობათა გადალახვას ითვალისწინებს.

 

იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო სამოტოციკლო ფედერაცია მიზანს მიაღწევს, ეს იქნება მოტოსპორტის გაოლიმპიურების პირველი შემთხვევა. FIM იმედოვნებს, რომ ეს პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის იქნება შესაძლებელი, რომლის ორგანიზატორებს უკვე შეხვდნენ.

 

პარიზი-2024 ოლიმპიურ თამაშებისთვის ახალი სპორტის სახეობების თუ დისციპლინების ჩართვასთან დაკავშირებით საკუთარ რეკომენდაციებს 2019 წლის პირველ ნახევარში გაახმოვანებს. საკითხს განიხილავენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ივნისის სესიაზე, შემდეგ ის დასამტკიცებლად აღმასრულებელ საბჭოს გადაეცემა, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას 2020 წლის დეკემბერში მიიღებს.