კლოპს ამბიციები მოეძალა

გინახავთ როგორ გამოიყურება ბაიერნი ზამთრის შესვენების შემდეგ?

ლივერპული ამ სეზონს შესანიშნავად ატარებს. გუნდი პრემიერლიგაშიც მოწინავე პოზიციებზეა და ამავდროულად ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ითვლება.

 

ამ თემაზე The Guardian-თან გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ისაუბრა და განაცხადა, რომ მიზანი არა მხოლოდ პრემიერლიგის, არამედ ჩემპიონთა ლიგის მოგებაცაა.

 

„ორივე ტურნირზე ჩვენი საუკეთესო თამაშის ჩვენებას შევეცდებით. ხალხი ფიქრობს, რომ აქცენტი მხოლოდ პრემიერლიგაზე უნდა გავაკეთოთ, თუმცა მე ასე არ ვთვლი. მიმაჩნია, რომ წარმატების მიღწევა ჩემპიონთა ლიგაშიც შეგვიძლია და ამისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ. რა თქმა უნდა ბაიერნი შესანიშნავი გუნდია, თუმცა გინახავთ როგორ გამოიყურება კლუბი ზამთრის შესვენების შემდეგ?“-განაცხადა კლოპმა.

 

ლივერპულს პრემიერლიგაში 61 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგაში კი როგორც უკვე გითხარით ბაიერნს შეხვდება. ამ გუნდებს შორის გასამართი პირველი შეხვედრა 20 თებერვალს ინგლისში გაიმართება, განმეორებითი შეხვედრა კი 14 მარტს ალიანს არენაზე.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.