დელ პოტრო: ჩემთვის ყველაფერი დამთავრდა

 არგენტინის ნაკრებმა დევისის თასი 2016 წელს მოიგო

არგენტინელი ჩოგბურთელი, რეიტინგის მე-4 ნომერი ხუან მარტინ დელ-პოტრო ნაკრებს ემშვიდობება. ის, ეროვნულ გუნდში თამაშს აღარ აპირებს და ამის მიზეზი დევისის თასის ახალი ფორმატია.

 

„მოვიდა დრო ადგილი ახალგაზრდა ჩოგბურთელებს დავუთმო. დევისის თასზე თამაშს აღარ ვაპირებ. ტურნირმა სახე რადიკალურად იცვალა, ამიტომაც ჩემთვის იქ ყველაფერი დამთავრებულია. ახლა, ნაკრებში და განახლებულ დევისის თასზე არგენტინული ჩოგბურთის მომავალმა ითამაშოს“ - ამბობს ხუან მარტინ დელ-პოტრო.

 

შეგახსენებთ, არგენტინის ნაკრებმა დევისის თასი 2016 წელს მოიგო და ამაში დიდი წვლილი სწორედ დელ-პოტრომ შეიტანა. ხუან მარტინი, ტრავმის შემდეგ კორტზე დაბრუნებას დელრეი ბიჩის ტურნირზე აპირებს.