ტომიჩი ჰიუიტს - მე შენ ნოკდაუნში გაგიშვებ

ცხელი ავსტრალიელი ბიჭების ქიშპი გრძელდება

რამდენიმე წლის წინ დაწყებული შუღლი კვლავ არ განელებულა. მოქმედი და ყოფილი ავსტრალიელი ჩოგბურთელები ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდნენ. ლეიოტონ ჰიუიტი  და ბერნარდ ტომიჩი  ერთმანეთთან ისე უბრად არიან, შესაძლოა სისხლიც კი დაღვარონ.

 

„დიახ, მე მას შეტყობინება გავუგზავნე. თუ გნებავთ ზუტს სიტყვებსაც გეტყვით. „თუ ერთი მეტრითაც მომიახლოვდები ნოკდაუნში გაგიშვებ“. მან ეს ძალიან კარგად იცის. ის ჩემს ოჯახს შეეხო, რაც მეტად მდაბიო საქციელია. მე ხომ მის ახლობლებზე ცუდი არასოდეს მითქვამს? როდესაც მშობლებს, შვილებს და ოჯახს ეხებიან უბრალოდ დავიწყება რთულია. ეს ყველაზე ცუდი რამ იყო, რაც კი მისგან ოდესმე მომისმენია“ - ამბობს ბერნარდ ტომიჩი.

 

შეგახსენებთ, ლეიტონ ჰიუიტმა ავსტრალიის ღია პირველობის მიმდინარეობისას აღნიშნა, რომ ტომიჩი მას და მის ოჯახს აშანტჟებდა და ფიზიკური ანგარიშწორებით ემუქრებოდა. ჰიუიტი ავსტრალიის ნაკრების კაპიტანია და ტომიჩიც ამ მიზეზით გუნდში თამაშზე უარს ამბობს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.