სოლარი: რეალი ყოველთვის ფავორიტია

სამეფო კლუბის თავკაცი ბარსელონასთან პრინციპული დაპირისპირებისთვის ემზადება

 

ფეხბურთის გულშემატკივარს თებერვლის განმავლობაში კიდევ 2 ელ კლასიკო ელოდება - ბარსელონა და მადრიდის რეალი ერთმანეთს ესპანეთის თასის ნახევარფინალში დაუპირისპირდებიან.

 

კოპა დელ რეის ორმატჩიანი დუელის პირველი შეხვედრა 6 თებერვალს, ნოუ კამპზე შედგება. სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელი სანტიაგო სოლარი მოახლოებული მატჩის შესახებ განწყობას გვიზიარებს.

 

„ასეთი ტიპის მატჩის დაწყება და დასრულება ყოველთვის რთულია. ჩვენმა მეტოქემ ძალიან კარგად იცის როგორ ითამაშოს დიდებულად და მიაღწიოს გამარჯვებას.

 

ბარსელონასთან დაპირისპირებას სერიოზულად ვუდგებით და შევეცდებით ყველა იმ შესაძლებლობის გამოყენებას, რომელიც გაგვაჩნია.

 

მოწინააღმდეგეს ძალიან დიდ პატივს ვცემ, თუმცა ჩვენ გამარჯვება გვსურს, რეალი ყოველთვის ფავორიტია.

 

ბოლო წუთამდე გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ბოლო მატჩში კარგად გამოჩნდა, რომ ჩვენ მაქსიმალური მიზნისთვის ვიბრძვით. ამ გუნდს დიდი გამოცდილება აქვს იმისა, რომ ერთ კვირაში რამდენიმე შეხვედრა ჩაატაროს. რეალი არასდროს ნებდება. 

 

ჩვენ არ ვფიქრობთ არც საკუთარი და არც ბარსელონას კალენდრის შესახებ, ეს საკითხი არ გვაინტერესებს. მხოლოდ იმაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულები, რომ საუკეთესო შესაძლებლობები გამოვავლინოთ და ბარსელონას ჩვენი თამაში შევთავაზოთ“.-თქვა არგენტინელმა.

 

ლოს ბლანკოსის დამრიგებელმა კომენტარი ალავესთან შეხვედრაში კლუბის ახალწვეულის ვინიციუს ჯუნიორის თამაშის შესახებაც გააკეთა: „ვინიციუსს ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა, მისი თამაშის ხარისხით და განვითარებით აღფრთოვანებულები ვართ“.

 

კოპა დელ რეის პარალელურად, რეალი ლა ლიგაში 42 ქულით მესამე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კი ამსტერდამის აიაქსს დაუპირისპირდება.