ინგლისში, ფედერაციის თასზე

მატჩები 6-9 თებერვალს გაიმართება 

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ეკატერინე გორგოძის, ოქსანა კალაშნიკოვას, ზოზია ქარდავას, მარიამ ბოლქვაძის და ნაკრების კაპიტნის, მაკა ჩახნაშვილის შემადგენლობით ფედერაციის თასზე დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბათში გაემგზავრა. საქართველოს ნაკრები, მონაწილეობას  ევრო- აფრიკული ზონის პირველ ჯგუფში მიიღებს
 

საქართველოს ნაკრების გარდა ნისლიან ალბიონზე დიდი ბრიტანეთის, სერბეთის, ხორვატიის, უნგრეთის, თურქეთის, საბერძნეთის და სლოვენიის გუნდები ითამაშებენ.

 

წილისყრის შედეგად საქართველო „ბ“ ჯგუფში მოხვდა და მეტოქეებად ხორვატიის, თურქეთის და სერბეთის ნაკრები ერგო.

 

მატჩები 6-9 თებერვალს გაიმართება და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში, ქართველი ჩოგბურთელები  უკეთეს მარაქაში აღზევებისთვის პლიო ოფს ითამაშებენ.