ნეიმარის 500 სტუმარი 

ბრაზილიელი 27 წლის ხდება 

 

5 თებერვალს, პსჟ-ს თავდამსხმელი ნეიმარი 27 წლის ხდება. სადღესასწაულო წვეულებას, რომელიც პარიზში, დღეს საღამოს შედგება, 500 მოწვეული სტუმარი დაესწრება.

 

ფრანგული მედიის ცნობით, საღამოს ორგანიზებას საკუთარ თავზე კომპანია „რედ ბული“ იღებს. ნეიმარის ოჯახის წევრებთან, ახლო მეგობრებთან და თანაგუნდელებთან ერთად წვეულებას ბრაზილიელი სპორტსმენი სერფინგში გაბრიელ მედინა და მომღერალი ვესლი სადაფა დაესწრებიან.

 

ამ მომენტში ნეიმარს მარჯვენა ფეხის ტერფის მეხუთე ძვლის მოტეხილობა აქვს, რის გამოც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის ორივე მატჩს მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ გამოტოვებს.

 

ბრაზილიელს აქვს შესაძლებლობა ოპერაცია თავიდან აიცილოს და კონსერვატიულად მკურნალობას დასჯერდეს.

 

ამ სეზონში ნეიმარმა ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი მიითვალა.