ბითაძის პირველი სასტარტო

ბუდუჩნოსტი ადრიატიკის ლიგაზე მეორე ადგილზეა

გოგა ბითაძემ “ბუდუჩნოსტის” სასტარტო ხუთეულში პირველად ითამაშა. ეს მოხდა ადრიატიკის ლიგის მორიგ ტურში, რომელშიც ერთმანეთს მონტენეგრული გუნდები შეხვდნენ. “ბუდუჩნოსტმა” ბარის “მორნარს” პოდგორიცეში უმასპინძლა და 102:71 გაანადგურა, 19 წლის ქართველი ცენტრი კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

 

სასტარტო ხუთეულში მყოფმა ბითაძემ მოედანზე 22:52 წუთი გაატარა და 14 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.

 

18 მატჩიდან 13 მოგებით “ბუდუჩნოსტი” 12-გუნდიან ადრიატიკის ლიგაში მე-2 ადგილზე იმყოფება. აღნიშნულ ტურნირში პოდგორიცელები მომდევნო მატჩს 10 თებერვალს, ბელგრადში, “პარტიზანთან” გამართავენ, 7 თებერვალს კი ევროლიგაში მოსკოვის “ხიმკის” უმასპინძლებენ