უეფამ ბაიერნს უარი უთხრა

მიუნხენელები სერიოზული პრობლემების წინაშე არიან

ჩემპიონთა ლიგის ორივე 1/8 ფინალურ მატჩს ბაიერნი ლივერპულის წინააღმდეგ ტომას მიულერის გარეშე ჩაატარებს. საქმე იმაშია, რომ გერმანელი ვარსკვლავი დისკვალიფიცირებული იყო, რეკორდმაისტერებმა კი დისკვლაიფიკაციის 1 თამაშამდე დაყვანა ითხოვეს, თუმცა უეფასგან უარი მიიღეს.

 

ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურში, ბაიერნი აიაქსს დაუპირისპირდა და მატჩი 3:3 დასრულდა. ერთ-ერთ ეპიზოდში მიულერმა ტალიაფიკოს წინააღმდეგ საკმაოდ იუხეშა, რის გამოც პირდაპირ წითელი ბარათი და დისკვალიფიკაცია დაიმსახურა.

რაც შეეხება ბაიერნისა და ლივერპულის დაპირისპირებას, ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი 20 თებერვალს ენფილდზე გაიმართება, განმეორებითი შეხვედრა კი 14 მარტს ალიანს არენაზე.

 

აქვე გეტყვით, რომ პირველ მატჩს მიუნხენელთა მხრიდან ტრავმის გამო მანუელ ნოიერიც გამოტოვებს.