ნავასი ძირითადში ბრუნდება

კოსტა-რიკელ მეკარეს რეალის კარის დაცვა მეტად პრინციპულ მატჩებში ანდეს

6 თებერვალს დიდი ფეხბურთია. ბარსელონა და რეალი თუ პირიქით, ნებისმიერ შემთხვევაში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. არა აქვს მნიშვნელობა, თუნდაც ისინი ერთმანეთს ამხანაგურ მატჩში უპირისპირდებოდნენ, ელ-კლასიკო მუდამ გამადიდებელი ლუპის ქვეშ იყო, არის და იქნება.

 

ამჯერად გუნდები სამეფო თასის ნახევარფინალში დაეჯახნენ. პირველი მატჩი ნოუ კამპზე გაიმართება. გადაწყვეტილი ამბავია, რომ რეალის კარს ორივე მატჩში კეილორ ნავასი დაიცავს. ამის შესახებ პოპულარული გამოცემა Marca წერს.

 

კოსტა-რიკელ მეკარეს, რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაზე რეალის ტრიუმფში უდიდესი წვლილი მიუძღვის, მიმდინარე სეზონში სათადარიგო სკამზე ჯდომა უწევს. მას შემდეგ, რაც გუნდში ჩელსიდან ტიბო კურტუა მოვიდა, ნავასი მის ჩრდილქვეშ მოექცა და შანსი მხოლოდ თასზე თუ ეძლევა. ახლაც, ნავასს მეტად პრინციპულ დაპირისპირებებში ანდეს რეალის კარში დგომა. 

 

პირველი მატჩი როგორც უკვე ავღნიშნეთ 6 თებერვალს გაიმართება, ხოლო განმეორებითი, სანტიაგო ბერნაბეუზე სამი კვირის შემდეგ.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.