ედენ აზარი: გადაწყვეტილება მივიღე!

ჩელსის შემტევს კარიერული მომავლის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს

 

ჩელსის თავდამსხმელმა ედენ აზარმა გავრცელებული ჭორების შესახებ კომენტარი გააკეთა და მისი კარიერული მომავლის შესახებ ისაუბრა. ბელგიის ნაკრების კაპიტნის თქმით, მას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.

 

„მე ვიცი, თუ რა უნდა გავაკეთო. გადაწყვეტილება უკვე მივიღე!“.-უპასუხა აზარმა ჟურნალისტის შეკითხვას.

 

ამჟამინდელი კონტრაქტი ედენ აზარსა და ლონდონურ კლუბს შორის 2020 წლის ზაფხულამდე მოქმედებს. მისი გადაბირებით უკვე დიდი ხანია მადრიდის რეალი ინტერესდება, სამეფო კლუბში გადასვლის სურვილი თავად 28 წლის შემტევსაც აქვს.

 

აზარი ლურჯებს 2012 წელს შეუერთდა და კლუბთან ერთად 5 ტიტული მოიგო (2 პრემიერლიგა, ლიგის თასი, ასოციაციის თასი და ევროპის ლიგა). ამ სეზონში 28 წლის შემტევს პრემიერლიგის 23 მატჩში 10 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა აქვს, ის არისტოკრატების ისტორიაში მე-10 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მინიმუმ 100 გოლის გატანა მოახერხა (102).