ნუკრი რევიშვილმა კარიერა დაასრულა

ქართველმა მეკარემ ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ნუკრი რევიშვილმა კარიერა დაასრულა. 31 წლის მეკარემ კარიერა ქუთაისის ტორპედოში დაიწყო. შემდეგ იყო რუბინი, ანჟი, კრასნოდარი, დილა, ვალეტა, ტოსნო, მორდოვია, თბილისის დინამო, მოლდოვური დაჩია და ბოლოს იგი რუსთავისთვის ირჯებოდა.

 

რაც შეეხება ნუკრის ტიტულებს, 2009 წელს იგი ყაზანის რუბინთან ერთად რუსეთის ჩემპიონი გახდა, 5 წლის შემდეგ კი ვალეტას მაისურით ჯერ მალტის პირველობა მოიგო, შემდეგ ქვეყნის თასი.

 

სათქმელია, რომ რევიშვილი წლების მანძილზე საქართველოს ნაკრების ძირითადი მეკარე იყო. ქვეყნის მთავარი გუნდის მაისური პირველად მან 2005 წელს მოირგო. სულ მის ანგარიშზე 32 სანაკრებო მატჩია.